საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დიდება და მარადიული ხსოვნა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს!“, – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილი.
კომენტარები