აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის.
აღნიშნულის შესახებ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის“, – წერს ილონ მასკი.
როგორც მედია წერს, მასკის ეს პოსტი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს პეტიციაზე, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა ითხოვს მასკისთვის კანადის მოქალაქეობის ჩამორთმევას. პეტიცია 20 თებერვალს იქნა დარეგისტრირებული და მასკს ბრალს სდებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც კანადის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. პეტიციას უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
კომენტარები