ოპოზიცია ხელისუფლებას ამუნათებდა, რუსეთს სანქციებს რატომ არ უწესებთო და „ლელო“-მ საარჩევნო პროგრამაში ჩადო, რუსეთს ვიზები გავუუქმოთო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო დღის წესრიგი ამოტრიალდა და ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას რუსულად რატომ არ აცხადებენ, როცა უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე მკაცრი უარი მიიღო.
„ოპოზიციაში რა გაერთიანებაზეა საუბარი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ სრული არეულობაა, რადგან იქ პატრონებს ფინანსები შეუწყდათ, ფულს ვეღარ უგზავნიან და ნაწილი რაც დარჩენილია, ალბათ, ევროკავშირის ბიუროკრატიაში, ესეც მალე აღარ იქნება. მათ პოლიტიკური საშველი აღარ ექნებათ, რადგან ის უსამართლობა წამოეწიათ, რასაც ვეუბნებოდით. გასაგებია, სინდისთან მაინც და მაინც კარგი დამოკიდებულება არ ჰქონიათ, მაგრამ ის მაინც ხომ უნდა მოახერხონ, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა არ მიაყენონ ხელისუფლებას ამუნათებდნენ, რუსეთს სანქციებს რატომ არ უწესებთო და „ლელო“-მ საარჩევნო პროგრამაში ჩადო, რუსეთს ვიზები გავუუქმოთო. ახლა ცხვრის როლში გამოდიან, თითქოს, არაფერი უთქვამთ. ცოტა ხანში ისე გამოიყვანენ, რომ სანქციების დაწესებას ჩვენ ვითხოვდით. სად გაურბიან არქივს? ოპოზიციამ შეცდომები კი არ დაუშვა, შეგნებულად მოქმედებდა. მთელი მსოფლიო დღის წესრიგი ამოტრიალდა და ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას რუსულად რატომ არ აცხადებენ, როცა უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე მკაცრი უარი მიიღო?კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ რაიმე გაერთიანებაზე საუბარი ვერ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.