სტიქიის ზონაში ხვალ სასწავლო პროცესი აღდგება, გამონაკლისია 50 სკოლა. განათლების მინისტრის განცხადებით, ათზე მეტ სკოლაში გარკვეული პერიოდით, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
„2086 საჯარო სკოლიდან სტიქიის გამო სწავლა გაჩერებული იყო 800-მდე საჯარო სკოლაში. ხვალიდან სწავლა აღდგება 2 ათასზე მეტ საჯარო სკოლაში საქართველოს მასშტაბით. 50-მდე სკოლა რჩება ისეთი, სადაც ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ სწავლის აღდგენას იქიდან გამომდინარე, რომ კვლავ მიმდინარეობს მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და გამოსწორება იმ ზიანის, რაც სტიქიის შედეგად მივიღეთ. აქედან, ათზე მეტი სკოლა იქნება ისეთი, სადაც დისტანციურ სწავლაზე გადავლენ ბავშვები“, – განუცხადა „ქრონიკას“ ალექსანდრე წულაძემ.
კომენტარები