ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ. მისი თქმით, ამ დროისთვის, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ყველა სოფელს და ოჯახს მიეწოდება.
„აბსოლუტურად ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია გარდა სურებისა. სურებშიც, ცენტრალურ გზაზე კვლავ აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი უკლებლივ ყველა სოფელს და ყველა ოჯახს მიეწოდება“, – აღნიშნა შარაშიძემ.
კომენტარები