პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 33 შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. დაპირისპირების შედეგად ასევე დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე და პაკისტანის არმიის ოთხი ჯარისკაცი.
ბელუჯისტანის რეგიონში გატაცებულ სამგზავრო მატარებელში 450 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 100 თანამშრომელი იყო. პაკისტანის არმიაში აცხადებენ, რომ მატარებლის გატაცებაში 80-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“ აიღო, რომელმაც 48 საათში ბელუჯების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით დაიმუქრენ.
„ბელუჯისტანის გათავისუფლების არმია“ პაკისტანის უდიდესი პროვინციის, ბელუჯისტანის ფართო ავტონომიას ან დამოუკიდებლობას ითხოვს. პაკისტანის ხელისუფლება, ისევე როგორც დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი და აშშ, „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.