ეგვიპტეში, ჰურგადასთან წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ხომალდის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულია ცხრა მგზავრი.
წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე სულ 40-მდე ტურისტი იმყოფებოდა. რამ გამოიწვია ხომალდის ჩაძირვა, ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც მედია წერს, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
კომენტარები