ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში გაემგზავრა.
„მივემგზავრები აშშ-ში, რომ შევხდე პრეზიდენტ ტრამპს, რათა განვიხილოთ მძევლების საკითხი და დავასრულოთ ღაზაში გამარჯვების საკითხი. ასევე, რა თქმა უნდა, ისრაელის მიმართ დაწესებულ ტარიფებზეც ვისაუბრებთ. იმედი მაქვს, შევძლებ ამის მოგვარებას. შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ პირველი საერთაშორისო ლიდერი, რომელიც ტრამპს ისრაელის ეკონომიკისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხვდება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ გამგზავრებამდე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ ვაშინგტონს მალე ეწევოდა.
კომენტარები