აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრიან. აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა 11:00 საათზე გაიმართება.
აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა სულხან თამაზაშვილს და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს უკვე მოუსმინეს.
სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმა და ხედვები გააცნო.
კომენტარები