უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის სახსრები, რომლებიც „კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ“ მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს.
„ეს არ არის აღიარება, ეს არის გამოუვალი მდგომარეობა, როდესაც დამალვას აზრი აღარ აქვს; უშველებელი ფულის რესურსი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესები განვითარებულიყო არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ჩართულები იყვნენ მეტ-ნაკლებად ამ საომარ პროცესებში, რაც სამწუხაროდ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს. საქართველოს ჩათრევაც ამ პროცესებში სწორედაც უშველებელი ფულის რესურსის მობილიზებითა და ხარჯვით ხორციელდებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.