რუსულ აგრესიას ბოლო უნდა მოეღოს, რუსეთი უკრაინაზე სისტემატური იერიშებით სამშვიდობო მოლაპარაკების შეთავაზებებს დასცინის!, – ამ განცხადებით საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება უკრაინის ქალაქებზე რუსული ძალების თავდასხმის გააქტიურებას და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
„რუსულ იერიშებს ბოლო უნდა მოეღოს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ცეცხლი. აუცილებელია გადამწყვეტი მოქმედებები, თუ კი რუსეთი კვლავაც გააგრძელებს დროის მოგების მცდელობას, მშვიდობაზე უარის თქმას. როდემდე უნდა გააგრძელოს რუსეთმა შეერთებული შტატებისა და უკრაინის მხრიდან სამშვიდობო შეთავაზებების დაცინვა, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა?“, – აცხადებს მაკრონი.
კომენტარები