ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს, – განაცახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა რეჟიმის წარმომადგენლებს ეშინიათ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება, რადგან უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი.
„ირაკლი ოქრუაშვილსაც არაფერი აქვს სათქმელი, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც განასახიერებენ წინა რეჟიმს. ბუნებრივია, რომ მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე დასწრება. უამრავი დანაშაული აქვთ ამ ადამიანებს ჩადენილი, შესაბამისად, ეშინიათ გამოცხადება იმ პროცესზე, სადაც მოხდება მათი მხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები