აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მალე ამერიკას იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები ესტუმრებიან, რომლებიც ტარიფებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.
„ქვეყნები მთელი მსოფლიოდან ჩვენ გვესაუბრებიან. შემოდის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პარამეტრები. დღეს დილით იაპონიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ის მოლაპარაკებებზე საუკეთესო ჯგუფს აგზავნის! ისინი აშშ-ს ვაჭრობაში ცუდად ექცეოდნენ. ისინი ჩვენ მანქანებს არ ყიდულობენ, ხოლო ჩვენ მათ მანქანებს მილიონობით ვყიდულობთ. იგივე ეხება სოფლის მეურნეობას და ბევრ სხვა რაღაცას. ყველაფერი უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით ჩინეთთან!!!“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრაპმა გასულ კვირას მრავალ ქვეყანას ტარიფები დაუწესა. თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, იაპონიას 24-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდა.