აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ არის კმაყოფილი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმებით.
„მე არ ვარ კმაყოფილი დაბომბვებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციით, რადგან ახლა ისინი გაგიჟებით ბომბავენ. ისინი ბომბავენ – არ ვიცი, რა ხდება იქ. ეს კარგი სიტუაცია არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ეს კომენტარები გაკეთდა მას შემდეგ, რაც პარასკევს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კრივი რიჰში, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცხრა ბავშვი.
კომენტარები