რომის პაპი ფრანცისკე ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა. ის ეტლში მჯდომი წმინდა პეტრეს ტაძარში მიიყვანეს. პონტიფიკოსმა მომლოცველები დალოცა.
ტაძრის კანონიკის ვალერიო დი პალმას თქმით, რომის პაპის გამოჩენამ იქ მყოფ ადამიანებში დიდი ემოციები გამოიწვია.
„თვალები ცრემლებით ამევსო, მე ფოტოს გადაღებაც კი ვერ შევძელი“, – განაცხადა დი პალმამ.
პონტიფიკოსი რომის პაპის პია X-ის საფლავთან მივიდა და ილოცა, რის შემდეგაც სანტა-მარტაში დაბრუნდა, სადაც ის ცხოვრობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესდება და ვატიკანში იმედს გამოთქვამენ, რომ რომის პაპი ფრანცისკე აღდგომის საზეიმო წირვას აღავლენს.
88 წლის რომის პაპი ასევე კარლ III-ს და მის მეუღლეს კამილას შეხვდა. შეხვედრა 20 წუთის განმავლობაში მიმდინარეობა. რომის პაპმა მათ ქორწინების 20 წლის იუბილე მიულოცა.
ცნობისთვის, 88 წლის რომის პაპი მძიმე პნევმონიით, კლინიკაში 14 თებერვალს მოათავსეს. ის კლინიკიდან 23 მარტს გაწერეს. პონტიფიკოსს მწვავე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.