რომის პაპის ფრანცისკეს ცხედარი მისი კელიიდან ვატიკანში მდებარე წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გადაასვენეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გადასვენების ცერემონიალი მკაცრად რეგლამენტირებული იყო. მასში კარდინალები, რიგითი მღვდლები, მონაზვნები და შვეიცარიელი გვარდიელები მონაწილეობდნენ. მგალობელთა გუნდი ფსალმუნებს მღეროდა და ლათინურ ენაზე ლოცვებს აღავლენდა.
„ძვირფასო დებო და ძმებო, დიდი სინანულით ჩვენი პაპის ფრანცისკეს ნეშტს ვატიკანის ბაზილიკაში ვაცილებთ“, – თქვა ირლანდიისა და ამერიკის კარდინალმა, კევინ ფარელმა ცერემონიალის დასაწყისში.
წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილმა რიგითმა ადამიანებმა რომის პაპი ბაზილიკაში აპლოდისმენტების ფონზე მიაცილეს.
რომის პაპი 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 26 აპრილს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.
კომენტარები