დესტრუქციული აქციების და მათი მონაწილეების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ბინებშიც ჩხრეკა ჩატარდა, არიან ფინანსების გამტარები, ანუ აისბერგის წვერი, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, მთავარია დესტრუქციული აქციების სპონსორ/დამფინანსებლების გამოვლენა და განეიტრალება, რომელთა შორის არიან ცნობადი სახეები, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და კომპანიებიც.
„დესტრუქციული აქციების და მათი მონაწილეების დამფინანსებელი ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ბინებშიც ჩხრეკა ჩატარდა, არიან ფინანსების გამტარები, ანუ აისბერგის წვერი. ამას მგონი ყველა ხვდება
მთავარია მათი სპონსორ/დამფინანსებლების გამოვლენა და განეიტრალება. ერთ-ერთი მათგანი საქართველოდან გაპარული გიორგი ბაჩიაშვილია. რამდენადაც ვიცი, სპონსორებს შორის არიან ცნობადი სახეები, მათ შორის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და კომპანიებიც“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის და ალეკო ცქიტიშვილის ბინებში პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.