“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “ბრიუსელის კორუმპირებულ და სრულად დეგრადირებულ ბიუროკრატიას, რუმინელმა ხალხმა მწარე სილა გააწნა!”.
შაქარიშვილის თქმით, კორუმპირებულ, მორალურად და პოლიტიკურად დეგრადირებულ ევრობიუროკრატიას, წინ კიდევ ბევრი მარცხი ელოდება!
“ბრიუსელის კორუმპირებულ და სრულად დეგრადირებულ ბიუროკრატიას, რუმინელმა ხალხმა მწარე სილა გააწნა!
ჯერ გაცვეთილი მეთოდებით სცადეს ევროსკეპტიკოსის და NATO-ს კრიტიკოსის, კალინ ჯორჯესკუს დამარცხება, მას სრულად შეუზღუდეს მედიაზე წვდომა და ნაცნობი იარლიყებით შეამკეს – პრორუსული, ანტიდასავლელი და ა.შ. მიუხედავად ევრობიუროკრატიის მხრიდან უხეში ჩარევისა და ზეწოლისა, ჯორჯესკუმ არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა.
მარცხით განრისხებულმა ბრიუსელის ელიტებმა კი, მოქმედებაში მოიყვანეს მათ ქონტროლქვეშ მყოფი საკონსტიტუციო სასამართლო და არჩევნების შედეგები გააუქმებინეს. ამით არ დაკმაყოფილდნენ და გამარჯვებული კანდიდატის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, რის საფუძველზეც ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
მაგრამ საქართველოს მსგავსად, ევრობიუროკრატიის ეს ქმედებები კონტრპროდუქტიული გამოდგა და ჯორჯსეკუს ნაცვლად მის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ჯორჯ სიმიონმა, 4 მაისს გამართულ არჩევნებში პირველი ადგილი მოიპოვა და გაუქმებულ არჩევნებში ჯორჯესკუს მიერ დაფიქსირებული შედეგი(22.9%) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა(40.2%).
საქართველომ და ქართველმა ხალხმა საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უდიდესი მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებს და ამ ტალღას ვეღარ შეაჩერებენ! კორუმპირებულ, მორალურად და პოლიტიკურად დეგრადირებულ ევრობიუროკრატიას, წინ კიდევ ბევრი მარცხი ელოდება!”- წერს ვატო შაქარიშვილი.