ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით, ვერც საქართველოში და ვერც უცხოეთში, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არ მოგვილოცა ამ არჩევნებში გამარჯვება, რეალურად ყველამ აღიარა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და „ქართული ოცნების“ გამარჯვება. არის ქვეყნები, რომლებიც არ არიან კმაყოფილი იმ შედეგებით, მაგრამ აღიარებენ. ამ აღიარების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ ოფიციალური მიმოწერა აქვთ ხელისუფლებასთან.
„MEGOBARI” აქტი არის ყველაზე არამეგობრული აქტი და დოკუმენტია, რაც კი მახსოვს საქართველოს ისტორიაში უცხოელობის მხრიდან, რადგან იქ არის ისეთი პუნქტები გაწერილი, რომელიც არანაირად არ ასახავს იმას, რომ ვიღაცა არის დაინტერესებული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარებით. ეს არის აქტი, სადაც არის გაწერილი პუნქტები იმისთვის, რომ ამ ოპოზიციას გაუწიონ ერთგვარი დახმარება, მხარდაჭერა გამოუცხადონ და კიდევ ერთხელ უთხრან, რომ ისინი მათ გვერდით არიან.
შესაძლებელია, რომ ამ აქტის შედგენის გადაწყვეტილება არ ეკუთვნოდეს ტრამპს და იყოს „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ ამის სურათი უფრო ნათლად გამოგვიჩნდება მას შემდეგ, როდესაც უკვე ავა ზედა პალატაში განსახილველად და საბოლოო ჯამში პრეზიდენტთან მივა ხელმოსაწერად. თუკი ტრამპს რეალურად სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება შეერთებულ შტატებში, ევროპასა და მსოფლიოში, მას აქვს ძალიან კარგი შანსი, ვინაიდან ეს აქტი არის ერთ-ერთი კარგი ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ ტრამპმა გვანახოს რეალობა არის ის, რომ ისინი მართლა ებრძვიან „დიფ სთეითს“, თუ გარკვეულ მომენტში იმაზე არიან დამოკიდებული მათ როგორ სჭირდებათ ამის გაკეთება.
ყველაზე დიდ შეცდომას რასაც უშვებენ ამ აქტის ავტორები, შემოქმედები და მხარდამჭერები არის ის, რომ კარად არ იციან საქართველო, არ იციან ქართველი ხალხის ბუნება და არ იციან ამ ხელისუფლების პრინციპულობა. ამ ხელისუფლებამ რამდენჯერმე ანახა გარკვეული პრინციპულობა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. თუნდაც ომთან და რუსეთთან სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და ა.შ.“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.