სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, გივი დავითაშვილის თქმით, 4 თვეში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა.
„ზრდა გვაქვს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 13 %-ით არის გაზრდილი, 2%-იანი ზრდა გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და 44%-იანი ზრდა გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში“, – აღნიშნა გივი დავითაშვილმა.
ორ მილიონზე მეტი მოგზაური მხოლოდ ოთხ თვეში. 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტებში ტურისტების ისტორიული რაოდენობა აღირიცხა. გარდა ამისა, 16%-ით გაზრდილია საჰაერო რეისების რაოდენობაც.
კომენტარები