კვირის ბოლომდე საქართველოში კვლავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.
11 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. აღნიშნულ პერიოდში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22-27 გრადუსი იქნება.
11 მაისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 12-17, აღმოსავლეთ საქართველოში 15-20 გრადუსამდე დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
12 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 13-14 მაისს კი ხანმოკლე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონშია მოსალოდნელი. 12-15 მაისს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
კომენტარები