რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში დასრულდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მხარეებმა შეხვედრა კვლავ განაახლონ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის ორ საათამდე გრძელდებოდა. არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს მოლაპარაკებების შედეგების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებს შუამავლობას თურქული მხარე უწევდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი მოლაპარაკებების ოთახში იმყოფებოდა.
კომენტარები