საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმასაქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართეს.
ქართულმა მხარემ სტუმარს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობა და საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო.
„ელჩთან ვისაუბრეთ ჩვენს კოლეგებთან – სომხეთის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობაზე. სტუმარმა გაცვლითი ვიზიტების დაგეგმვა შემოგვთავაზა, რაზეც ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სხვადასხვა თემები, მათ შორის, არსებული პოლიტიკური საკითხები“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.