აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შეუძლია დაურეკოს რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინაში ომის დასრულებაზე ესაუბროს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ უნდა შევხვდეთ. და ჩვენ შეხვდებით“, – დასძინა ტრამპმა პუტინთან შესაძლო კონტაქტებზე საუბრისას.
„ჩვენ ამ საკითხს [ომს უკრაინაში] გადავწყვეტთ, შესაძლოა, არც გადავწყვიტოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას გავიგებთ. ხოლო, თუ ჩვენ ამას არ გადავწყვეტთ, ძალიან საინტერესო იქნება“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.
კომენტარები