საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ვაკის პარკში 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკო და კელაპტარი დაანთო. პატრიარქმა იქ შეკრებილი მრევლი დალოცა.
საქართველოში 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
კომენტარები