პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ჩინეთს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საკუთარი ადგილი მიუჩინოს.
მისი თქმით, ჩინეთს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება შეუძლია.
„დღეს რუსეთი ჩინეთის ეკონომიკური ვასალია“, – თქვა სიკორსკიმ.
შესაბამისად, როგორც სიკორსკი ფიქრობს, ჩინეთმა რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგოს მუქარა რომ გამოიყენოს, მოსკოვი პეკინს დაემორჩილება.
„თუმცა, ეს ჯერ ნაკლებად სავარაუდოა“, – დასძინა სიკორსკიმ.
კომენტარები