აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობა ანტისემიტიზმის გამოვლინებაა.
„ნათელია, რომ ვაშინგტონში მომხდარი მკვლელობა არის ანტისემიტიზმი, რომელიც ახლავე უნდა დასრულდეს! სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი აშშ-ში არ არის. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს. საწყენია, რომ ასეთი რამ ხდება! დაგლოცოთ უფალმა ყველა!“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ვაშინგტონში სროლის შედეგად ამერიკაში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. მოკლულები ქალი და მამაკაცი არიან. მათ უცნობებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი სავარაუდო ბოროტმოქმედი დაკავებულია. დაკავებისას ის ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას, თავისუფლება პალესტინას“.