პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილი წერილის ირგვლივ ოპოზიციის მიერ აგორებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტი წერს, რომ ახლა ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს ნარატივის მხრივ – თითქოს ტრამპს წერილი არ მოუწერია და ყაველაშვილის ადმინისტრაცია იგონებს ან რომელიმე თანამშრომელმა წერილი ტრამპის მაგივრად გამოაგზავნა.
„ხვალ დილიდან, ორიდან ერთი „ნარატივი” უნდა ამოარჩიონ :
1) ტრამპს წერილი არ მოუწერია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იგონებს;
2) რომელიღაც „პიარშიკმა” ითაღლითა და წერილი ტრამპის მაგივრად გამოაგზავნა…
P.S.
გეფიცებით, ჩემი დადებული ფოტო-ქარდები უფრო “ფეიკი” მგონია, ვიდრე ის, რომ ესენი ასეთი მასშტაბის სიშლეგეში გადაეშვებოდნენ...” – წერს ზურაბ ქადაგიძე.
კომენტარები