სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ლექსო კუპატაძე და გიგა ზუმბულიძე იმყოფებოდნენ ბუდაპეშტში, უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ „კადეტთა საერთაშორისო კვირეულზე“.
სამხედრო ხასიათის აქტივობებმა, რომლებიც კვირეულის განმავლობაში ჩატარდა, ხელი შეუწყო მონაწილეთა პრაქტიკული გამოცდილების გამდიდრებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ადგილობრივი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ საჰაერო ტრანსპორტის მართვის სიმულაციებში. ღონისძიების ფარგლებში იუნკერებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნგრეთის სამხედრო შეიარაღებასა და ტექნიკას.
კადეტთა კვირეული მიზნად ისახავს არა მხოლოდ გამოცდილების გაზიარებას, არამედ პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სამომავლო პროფესიული კავშირების დამყარებას.