საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში „ITB-China 2025“ მონაწილეობდა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციოს ინფორმაციით, გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია „Guide of Georgia“-ს დირექტორი ეკატერინე ჯიქიძე.
„ველოდებით ბევრ ტურისტს ჩინეთიდან და დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრ ჩინელ მოგზაურს მოვიზიდავთ, რადგან დიდი მოთხოვნაა საქართველოზე. სტატისტიკით, ჩინელი ტურისტები ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მხარჯველები არიან და ეს გვაძლევს ძალიან დიდი იმედის საფუძველს, რომ გვეყოლება მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტები საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ არაბულ და სპარსეთის ყურის ბაზრებზე, ასევე ინდოეთზე და ახლა პირველად ვართ ჩინეთში. იმედი გვაქვს, რომ ეს წარმატებული სეზონის დასაწყისი იქნება“, – აცხადებს ეკატერინე ჯიქიძე.
„ITB CHINA 2025“ ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1 500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.