მთაწმინდის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს პარკი ამ დღეს უფრო მასშტაბურად ხვდება. გაიზარდა როგორც აქტივობების, ისე ლოკაციების რაოდენობა. წელს გასართობი ღონისძიებები იმართება ცენტრალურ მოედანზე, საბაგიროს ზედა სადგურის ტერიტორიაზე, საბავშვო ზონასა და ამფითეატრში.
გასართობი პროგრამა მოიცავს საბავშვო კონცერტებს, ანიმატორების წარმოდგენებს, შეჯიბრებებს, საჩუქრების გათამაშებას და ა.შ.
კომენტარები