ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს, ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა, დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.
„ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს, ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა.
მატარებელი დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით.
მატარებელი საქართველოში 18 დღეში ჩამოვა. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა – ზღვა – რკინიგზა“. შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს ნავსადგურში ბორანზე გადაიტვირთება, შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა.
წყარო: CGTN ქართული“, – წერს გია აბაშიძე.
ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს, ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით…
Posted by Ghia Abashidze on Sunday, June 1, 2025