დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, პროექტ ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“ ფარგლებში, აუტისტური სპექტრის მქონე და შშმ ბავშვთა უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად, ნეირობალანსირების ცენტრს ეწვია და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარა.
შემეცნებით-გასართობ ღონისძიებასთან ერთად პატარებმა ინტეგრირებისთვის უამრავი საჩუქარი და კომპანია ,,უნივერსამის” სათამაშოები მიიღეს. კლინიკა ,,ლიდერმედმა” კი პატარებს სპეციალური ვაუჩერები დაურიგა, კონტაქტური ზოოპარკისა და საჩუქრებისთვის. ბავშვებს 1 ივნისი გაულამაზეს და უამრავი სიხარული აჩუქეს, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ, კომპანია ,,სანდომმა”, ,,ნავნემ” კომპანია ,,ბებემ”, ,,ბიბლუსმა” ,,ხინკლის სახლმა ივერონი” , ,,ჯინო ფერედაისმა” . 1 ივნისის ნამდვილი ფეირვერკი კი კომპანია ,,ასორტის” ულამაზესი დიდი ტორტი გახლდათ .
ეკა სეხნიაშვილი-შშმ და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა უფლებადამცველი, ჟურნალისტი, ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“-ის პროექტის ხელმძღვანელი : ,,საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ ბავშვებთან მიდიხარ და ესაუბრები. საოცრად ნიჭიერები, აღქმის უმაღლესი უნარებითა და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. ნეირობალანსირების ცენტრი მართლაც რომ გამორჩეული ადგილი და ცენტრია ასეთი სპექტრის მქონე პატარების განვითარებისათვის. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე.
მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს. აუტიზმი დაძლევადია და თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს: მათ შორის, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციას, ასევე კომპანიებს: ,,სანდომი“ , ,,ბებე“, ,,უნივერსამი”, ,,ჯინო ფერედაისი“ , ,,ასორტი”, ,,ნავნე” , ,,კლინიკა ლიდერმედი” ,,ხინკლის სახლი ივერონი” და ა.შ. ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა და თანადგომა გამოხატა ასეთი ბავშვებისთვის 1 ივნისის გალამაზებაში. დიდი მადლობა მათ ! აუტიზმი დაძლევადია! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! ”