შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.
გელა გელაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს პოლიციელის დღე მიულოცა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.
შინაგან საქმეთა მინისტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მოადგილეები და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
კომენტარები