საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გაცნობას საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციების ციკლის მიზანია, ახალგაზრდებისთვის პროგრამის მნიშვნელობისა და პერსპექტივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სტაჟირების შესარჩევი კონკურსის დეტალების გაცნობა.
„საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ძნელაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს განუმარტეს უწყების მანდატი და საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სპეციფიკა. გააცნეს სტაჟირების პროგრამის ეტაპები და სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრაზე სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.