ვხედავთ, რომ მათ ფაქტობრივად ჩამოეშალათ არჩევნები, – ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი ლატვიის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს.
მან იმედი გამოთქვა, რომ სეიმი მომავალ წელს უკეთესად მოემზადება არჩევნებისთვის.
„გვახსოვს 2024 წელს ჩვენ არჩევნებზე კრიტიკული შეფასებები, მაშინ როდესაც ეუთო-ოდირის საერთაშორისო აუდიტის პოზიტიური დასკვნები გვქონდა და მაშინ კრიტიკულად აფასებდნენ და არალეგიტიმურობაზე თუ ლეგიტიმურობაზე კითხვებს სვამდნენ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ მათ ფაქტობრივად ჩამოეშალათ არჩევნები. იმედი მაქვს რომ სეიმი მომავალი წლისათვის გაცილებით უფრო უკეთესად მოემზადება. საქართველო მზად არის გამოცდილება გაუზიაროს“, – აცხადებს ლაშხი.