თეირანში, ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 20 ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ისრაელმა იერიში 14-სართულიან საცხოვრებელ შენობაზე მიიტანა.
ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ათამდე ადამიანი რჩებოდეს.
13 ივნისს გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა. როგორც „სიენენი“ წერს, ამ ეტაპისთვის უცნობია, შედის თუ არა ეს 60 ადამიანი ამ რიცხვში.
კომენტარები