ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვულ მოლაპარაკებებს აღარ გააგრძელებს, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ.
ბაღაიმ განმარტა, რომ ისრაელის იერიშების შემდეგ მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს, რადგან ისრაელი ირანზე იერიშებს ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებდა.
შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა კვირას ომანის დედაქალაქშია დაგეგმილი.
კომენტარები