„ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, თბილისში უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია იმყოფება.
მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი ორმხირივი ურთიერთობების გაძლიერებაა.
აღინიშნა, რომ უნგრეთსა და საქართველოს საერთო მიზნები და ხედვები აქვთ. შეხვედრა გაიმართება პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.
უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი 19 ივნისს დასრულდება.
კომენტარები