ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი “თანამედროვეობის ჰიტლერია“.
„ისეთი დიქტატორი, როგორიცაა ხამენეი, რომელიც სათავეში უდგას ისეთ ქვეყანას, როგორიცაა ირანი, საკუთარ მიზნად ისრაელის სახელმწიფოს განადგურება დაისახა. ისრაელის განადგურების ასეთი საშინელი მიზანი არ უნდა იყოს მიღწეული“, – თქვა კაცმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქი ჰოლონი მოინახულა, რომელიც ირანის დღევანდელი სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო. ჰოლონის მონახულების დროს მან აღნიშნა, რომ „ხამენეი – თანამედროვე ჰიტლერია“.
კომენტარები