ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის არსებობა აღარ შეიძლება.
„ხამენეი ღიად აცხადებს, რომ მას ისრაელის განადგურება სურს – ის პირადად გასცემს ბრძანებას საავადმყოფოებზე ცეცხლის გახსნის შესახებ. ის ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას მიზნად მიიჩნევს. ასეთ ადამიანს აღარ უნდა მიეცეს არსებობის უფლება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები