ისრაელი კვლავ ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამაზე განხორციელებულ დარტყმებს შეუერთდება. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ს ისრაელის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან, მაგრამ არავინ აიძულებს მათ“, – აცხადებს ოფიციალური პირი.
„მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მან.
ოფიციალური პირის შეფასებით, „პასუხი უახლოეს 24-48 საათში გვეცოდინება“.
კომენტარები