ირანში რეჟიმის შეცვლა მიუღებელია, ხოლო ქვეყნის სულიერი ლიდერის მკვლელობა პანდორას ყუთს გახსნის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კითხვაზე, როგორი იქნებოდა რუსეთის რეაქცია, თუ ისრაელი, აშშ-ის დახმარებით, ირანის ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის მოკლავდა, პესკოვმა Sky News-ის ჟურნალისტ აივორ ბენეტს განუცხადა: „ძალიან ნეგატიური, ჩვენ ამას კატეგორიულად დავგმობთ“.
„ეს ირანში ექსტრემისტული განწყობების გაჩენას გამოიწვევს და მათ, ვინც ხამენეის მკვლელობაზე საუბრობს, ეს უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ „ირანში რეჟიმის შეცვლა წარმოუდგენელია“.
„ეს მიუღებელი უნდა იყოს, ამაზე საუბარიც კი ყველასთვის მიუღებელი უნდა იყოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
კომენტარები