სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის ბრალდების საქმეზე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრებოდა.
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ცნობისთვის, ნიკა მელია სამართალდამცველებმა 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ამავე სხდომაზე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა.