სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ბრალი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება.
“სააკაშვილი ცდილობდა გარკვეული პერიოდი ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა, მაგრამ მერე უკვე ისიც იმ პოზიციაზე იყო, რომ ეს იყო შემთხვევითობა და ახალაიას და მერაბიშვილს ამაში ბრალი არ მიუძღვით. ამბობდა მერაბიშვილზე და სხვებზე, რომ ამ ტიპის ადამიანის დასჯა გუნდის და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევსო. მთხოვდა კიდევაც, რომ დამელაპარაკა პატარკაციშვილთან, რათა ეს თემა მომეხსნა საინფორმაციო ბადიდან. გუნდში აქტიური პოზიცია ეკავა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გიგა ბოკერიას, რომ არ უნდა დასჯილიყო არც ახალაია და არც მერაბიშვილი.
მერაბიშვილი რომ აწუხებდა ამ ადამიანების შეწყალებაზე, მეკითხებოდა აზრს და გარკვეულ რჩევას ამ საკითხზე, რაზეც მე ნეგატიური რეაქციები მქონდა. შეწყალებაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი. სააკაშვილს ჰქონდა დაკავებულებისთვის მიცემული სიტყვა, რომ გათავისუფლდებოდნენ პატიმრობიდან და ამ ადამიანებს სააკაშვილის სიტყვის სჯეროდათ. გუნდში იყო პოზიცია, რომ ეს ადამიანები იყვნენ პატარკაციშვილის პროპაგანფისტული მანქანის მსხვერპლი”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
