შალვა ხუციშვილმა დღეს პარლამენტის ორ კომიტეტს რატიფიცირებისთვის საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმება წარუდგინა.
„ორგანიზებული დანაშაული საქართველოში არის მინიმალურ დონეზე. ყველა შეფასებით, დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული არის მინიმალურ დონეზე. შს სამინისტროს ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული. მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის ქვეყნებში“, – განაცხადა ხუციშვილმა.
კომენტარები
