11 მაისის ბრძანების საფუძველზე, ეკონომიკის და ჯანდაცვის უწყებების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმებს და ზედამხედველობას გაუწევს სამუშაო ადგილებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკებს შეიცავს. ჩატარდება ტექნიკური ინსპექტირება ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს, შეფასდება, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ შრომის და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების წარმომადგენლებისგან შედგება – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა – ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრების ექსპერტიზა და იდენტიფიცირება ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა.