სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასული კვირის სახელმწიფო კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8-14 მაისის პერიოდში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 109 ინსპექტირება ჩაატარა. ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან, დოკუმენტურად შემოწმდა 216, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 40 ნიმუში.
სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი და საქმიანობა შეუჩერდა 4 ბიზნესოპერატორს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.
კომენტარები