მმართველ გუნდში გერმანიის ელჩის ელენე ხოშტარიასთან ვიზიტი კიდევ ერთხელ შეაფასეს. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა პეტერ ფიშერის საქციელს „პოლიტიკური დემარში“ უწოდა.
„თუკი ადამიანისთვის სიკეთე გინდა და მხოლოდ ემპათიაა შენი მამოძრავებელი ძალა, რასაკვირველია, არ უნდა მიუთითო, რომ თავი მოიკლას ან ჯანმრთელობა დაიზიანოს. ასე რომ, ეს იყო პოლიტიკური დემარში და არავითარი ემპათია“, – მიიჩნევს ვოლსკი.
პეტერ ფიშერი ელენე ხოშტარიასთან და მასთან ერთად მოშიმშილე აქტივისტებთან იმყოფებოდა, თუმცა არაფერი თქმულა შიმშილობის შეწყვეტაზე.
კომენტარები