ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, – განუცხადა „ქრონიკას“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ნარკოპოლიტიკის შესახებ პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ადამიანები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.
„დღევანდელმა მონაცემებმა გახადა საჭიროება იმის, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხელში მოხვდეს, რათა კონტროლი გამკაცრდეს იმისთვის, რომ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს ყველაფერ იმის, რაც მანამდე სახელმწიფომ გააკეთა ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით.
ეს კანონი მოემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ეხება, ბიუროს სხდომაზე ინიციირებულია. საკანონმდებლო ინიციატივების მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას.